დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რატომ არ სურს საქართველოს რუსეთისათვის კარის მიხურვა? 12.08.2020 15:35

 

ჩეხეთის პოპულარულ გამოცემაში „ინფო“ Info») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო-რუსეთის ომიდან უკვე 12 წელი გავიდა. რატომ არ სურს საქართველოს რუსეთისათვის კარის მიხურვა?“. პუბლიკაციის ავტორის კარელ სვობოდას მიერ განხილულია ის მიზეზები, რომელთა გამოც საქართველო რუსეთთან ურთიერთობას აგრძელებს, თუნდაც შეზღუდული სახით, მაგრამ მაინც.


გთვაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შორს არის იდეალურისაგან, რის მიზეზიც, უეჭველია, მხოლოდ ის ომი არ არის, რომელიც ორ მეზობელს სახელმწიფოს შორის 2008 წელს მოხდა. თუ უახლეს ისტორიაში ჩავიხედავთ, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა საბჭოთა კავშირის დაშლის ეტაპზეც არსებობდა. თავდაპირველად, როცა რუსეთი თავის თავს სამხრეთ კავკასიაში დომინირებულად მიიჩნევდა, როცა ერეოდა რეგიონის კონფლიქტებში, საქართველო ამას იძულებითი მოთმინებით უყურებდა. სხვათა შორის, თბილისი დსთ-შიც იმიტომ გაწევრიანდა, რომ რუსეთი სამოქალაქო ომში ედურად შევარდნაძის სასარგებლოდ ჩაერია.  ამასთანავე, მოსკოვს „შენახული ჰქონდა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალა საქართველოს ინტეგრაციისათვის დასავლეთთან.


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2003 წლის ბოლოს საქართველოში მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, რომელიც მოსკოვისთვის შოკის მომგვრელი გახდა.  მიხეილ სააკაშვილის ახალი რეჟიმი სულ მალე რუსული ელიტის მტრად იქცა. კრემლი თვლიდა, რომ საქართველოში სიტუაციის არევა დასავლეთი მეშვეობით გახდა შესაძლებელი.


საერთოდ, ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიის სრულად გადმოსაცემად, თუნდაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, მთელი წიგნის დაწერა იქნებოდა საჭირო. პატარა ქვეყნის მაგალითი იმის მაჩვენებელია, თუ როგორ დაბრკოლებებს აწყდება პოსტსაბჭოთა ქვეყანა თავისი საგარეო პოლიტიკის რეალიზების დროს. პარადოქსულია სიტუაცია, როცა თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია და ამ დროს რუსეთის საქართველოსთვის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს (ცოტა მეტი ვაჭრობა აქვს თურქეთს). ასევე საინტერესო და პარადოქსული ფაქტია ის, რომ შარშან რუს ტურისტთა ნაკადმა საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ეს მაშინ, როცა თბილისი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულად თვლის...


საქართველოს რამდენიმე „სუსტი წერტილი“ აქვს რუსეთთან მიმართებით. პირველი: ეკონომიკური კავშირები - ექსპორტ-იმპორტი. ჯერ-ჯერობით, ქართული ღვინოებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის რუსული ბაზარი პრიორიტეტულია; მეორე - ქართული დიასპორა, რომელიც რუსეთის ფედერციაში არსებობს. მოსკოვში და სხვა ქალაქებში დასაქმებული ქართველები სამშობლოში ათეულ მილიონით დოლარს გზავნიან, რაც საქარტველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მართალია, ბოლო დროს ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება, მაგრამ ის მაინც საკმაოდ დიდია. ასე რომ, თუ კრემლს დაჭირდება ქართველი პოლიტიკოსების „გამოფხიზლება“, ამ ბერკეტს აუცილებლად გამოიყენებს.


პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყოველი ქვეყნის ლიდერის წინაშე დგას დილემა -  რამდენად სასარგებლოა ამა თუ იმ ქვეყანასთან დაახლოება ან დაშორება? მით უმეტეს, თუ მეზობელი ქვეყანა რეგიონულ ჰეგემონს წარმოადგენს. საქართველოს დასავლური ინტეგრაცია და „გადახრა“ რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც კრემლი ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეშვეობით. თუ საქართველო ნატოში გაწევრიანებას იმით მიაღწევს, რომ აღნიშნული ორი რეგიონის დაკარგვა აღიაროს, ეს ხელისუფლებისათვის უკიდურესად არაპოპულარი ნაბიჯი იქნება. საქართველო ვერ წყვეტს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან იმიტომაც, რომ ასეთი ბაზრის დახურვა ქართული ეკონომიკის დაცემას გამოიწვევს“, - ნათქვამია სტატიაში.


წყარო: https://www.info.cz/nazory/dvanact-let-od-gruzinske-valky-proc-zeme-stale-nechce-bouchnout-rusku-dvermi-pred-nosem

 

მოამზადა სიმონ კილაძემ 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები