დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან - უცხოური პრესა 29.07.2021 16:07

ირლანდიურ გაზეთ „აირიშ თაიმს“-ში («The Irish Times»)  დაბეჭდილია პუბლიკაცია სათაურით „საქართველოს მმართველი პარტია, ევროკავშირის ეგიდით დადებული შეთანხმების უარყოფის გამო, კრიტიკის ცეცხლქვეშ მოექცა“, რომელშიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტია გაშუქებული - რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან, როგორი რეზონანსი გამოიწვია მომხდარმა ამბავმა საზოგადოებაში და ა.შ. (ავტორი - დენიელ მაკლაფლინი).

 

„ბევრს ეგონა, რომ მიმდინარე წლის აპრილში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით დადებული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს შეწყვეტდა და ბიძგს მისცემდა რეფორმების დაწყებას, მაგრამ ბოლო თვეებში ქართულ პოლიტიკურ არენაზე დაძაბულობამ ისევ იმატა: ჯერ ერთი, რომ ოპოზიციამ ხელისუფლება „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კონფრონტაციის წაქეზებაში დაადანაშაულა, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად დანიშნა მოსამართლეები მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოში - უზენაეს სასამართლოში, რაც, ამერიკელია და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატების აზრით, აპრილის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელშიც მოტივირებულია მმართველი პარტიის გასვლა აპრილში გაფორმებული დოკუმენტიდან. „კრიტიკოსების აზრით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა განპირობებეულია იმით, რომ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შეეშინდა და ამიტომ დასავლეთს ზურგი შეაქცია, რომელიც ხელისუფლებას რეფორმების გატარებისაკენ მოუწოდებდა“, - წერს ავტორი და ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ „ტვიტერში“ გაკეთებულ ჩანაწერს იმოწმებს: „ოცნებამ“ უღალატა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ქართველ ხალხს, მშვიდობასა და სტაბილურობას. ვთავაზობ ოპოზიციას, რომ ჩავატაროთ კონსულტაციები სამომავლო მოქმედების მიზნით, რომელშიც, სავარაუდოდ, არჩევნებისადმი ბოიკოტიც იგულისხმება“, - ასეთია „ლელოს“ ლიდერის თვალსაზრისი.

 

სტატიაში მოხსენიებულია აგრეთვე „გირჩის“ ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან იმიტომ გავიდა, რომ მას ეშინია - ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ის მოგროვებას ვერ შეძლებს“.

 

ირლანდიური გაზეთის სტატიის დასასრულს ციტირებულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 15 ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ აპრილის შეთანხმების დარღვევა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსზე უარის თქმას ნიშნავს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები