დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

რატომ გახდა მოსკოვის 1921 წლის ხელშეკრულების კანონიერება სადავო - უცხოური პრესა 04.03.2021 13:52

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთი „გოლოს არმენიი“ («Голос Армении») ბეჭდავს ინტერვიუს პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ცნობილ წარმომადგენელ კირო მანოიანთან სათაურით „მოსკოვის 1921 წლის ხელშეკრულების კანონიერება სადაოა“, რომელშიც იგი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთ-თურქეთის მიერ ასი წლის წინ -  1921 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულების კანონიერებას და აცხადებს, რომ დადგა დრო სომხეთმა თავისი მტკიცე სიტყვა ოფიციალურად თქვას ანკარა-მოსკოვის გარიგების მიმართ.


კირო მანოიანის თქმით, სომხეთი არ აღიარებს მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლის ძალითაც ერევანმა ყარსი და ნახჩივანი დაკარგა. სომხეთი საბჭოთა პერიოდშიც კი გამოდიოდა მოსკოვში 1921 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის წინააღმდეგ. არც მუსტაფა ქემალის და არც ვლადიმერ ლენინის მთავრობებს არ ჰქონდათ ხელშეკრულების გაფორმების უფლება, განსაკუთრებით კი თურქულ მხარეს, რადგან ქვეყნის ნამდვილი მთავრობა იმ დროს სტამბოლში იყო, ანკარაში კი ოპოზიციონერი მუსტაფა ქემალი მოქმედებდა. კომუნისტებმა და ქემალისტებმა სომხეთის ტერიტორიები უსამართლოდ გადაინაწილეს.


„ამჟამად, როცა ახლოვდება მოსკოვის ხელშეკრულების 100 წლისთავი, დადგა დრო, რომ სომხეთმა ოფიციალურად, მტკიცედ გამოხატოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული დოკუმენტის მიმართ, თუნდაც იმ ნაწილში, რომლებიც სომხეთს ეხება“, - ამბობს „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენელი, თუმცა იგი ეჭვობს, რომ ეს განხორციელდება: „ამ ხელშეკრულების უკანონობაზე ყველამ უნდა განაცხადოს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში მეეჭვება, რომ ეს გაკეთდეს და ამიტომ არც პრეზიდენტის, არც პარლამენტისა და არც საგარეო სამეთა სამინისტროს განცხადებებს არ ველოდები... ხელისუფლებას ავტორიტეტი არ აქვს. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, ჩვენ სპეციალურ განცხადებას გავაკეთებთ“.


წყარო: https://golosarmenii.am/article/111073/kiro-manoyan-zakonnost--moskovskogo-dogovora-1921-goda-sporna


მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები