დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რატომ მოხვდა ნიკოლა სარკოზი განსასჯელის სკამზე? 01.12.2020 16:42

პირველად საფრანგეთის რესპუბლიკის ისტორიაში ქვეყნის ექსპრეზიდენტი სასამართლოს წინაშე პირადად წარსდგა. პარიზში საფრანგეთის 32-ე პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი დაიწყო. მას კორუფციასა და მოსამართლეთა მოსყიდვაში ედება ბრალი. გარდა ამისა სარკოზის კიდევ ერთ საქმეზე მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგენა, სადაც მას საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი. 

 

თავად სარკოზი პროცესს კუდიანებზე ნადირობას უწოდებს. ექსპრეზიდენტის თქმით, სასამართლომ სინამდვილეში მას ვენდეტა გამოუცხადა, რადგან სარკოზი ლიბერალი მოსამართლეების კრიმინალური სამყაროსადმი ლოიალურ დამოკიდებულებას მკაცრად აკრიტიკებდა და მათი უფლებამოსილების შეზღუდვა უნდოდა.

 

"მე, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებ არც ერთ ამ სამწუხარო ბრალდებას, რომლებიც  უკვე 6 წელია მდევნიან", - განაცხადა სარკოზიმ.

 

აქამდე საფრანგეთის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა ქვეყნის ექსპრეზიდენტის გასამართლება. ის სარკოზის წინამორბედი ჟაკ შირაქი იყო, თუმცა იგი, ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესებს არ დასწრებია. შირაქს 2 წლიანი პირობითი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. მას პარიზის მერობის დროს თანამდებობაზე ახლობლების ფიქტიურად დანიშვნაში ედებოდა ბრალი. 

ავტორ(ებ)ი : euronews.com

ბოლო სიახლეები