დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რა არის ეს, თუ არა ნაცური მავნე პოლიტიკის გაგრძელება?! - დავით ზარდიაშვილი 10.04.2021 12:22

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ადგილობრივი არჩევნები მოდის და ზოგჯერ მართლაც გამაოგნებელია ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წევრის ნაცური სულისკვეთება: ნათია თურნავას უთქვამს, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზებისთვის 10 ჰა-მდე შეზღუდვა იხსნება, მათ შორის - სათიბებზე და საძოვრებზეცაო!


იმის მაგივრად, რომ სათემო მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა ახლა მაინც, თუნდაც სიტყვით, რადგან ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება, დაპირების სახით მაინც აღენიშნათ, პირიქით, შებრუნებით, უკუღმა ანუ ნაცურად, აკეთებენ: სათიბების და საძოვრების მასშტაბური (ვინაიდან 10 ჰა-ზე მეტი ფართობებიც გაიყიდება) პრივატიზება ისედაც შავ დღეში მყოფ და სამკვიდრო წართმეულ ჩვენს სასოფლო თემებს, ხომ საერთოდ "ცელს გამოუსვამს"? განსაკუთრებით - მთაში, რადგან იქ სახნავ-სათესი, საკარმიდამო კერძო მიწა მწირია და ძირითადად, სწორედ სათიბები და საძოვრებია თემის სამკვიდრო მიწა, რაზეც ისტორიულად იდგა საერთოდაც თემის იდენტობა! თუ სოფელი ამ სამკვიდროს საბოლოო დაკარგავს - ეს მისთვის სამოქალაქო სიკვდილის მისჯის განაჩენის ტოლფასია!


პრივატიზება არ არის პანაცეა. ხოლო იმის პრივატიზება, რაც სახელმწიფოს ლენინის მიწის დეკრეტით, როგორც მუქთა მემკვიდრეობა, ერგო და უწინ, ჯერ კიდევ ათადან და ბაბადან, რაც კი ქართული სოფელი არსებობს, სათემო საკუთრებისა იყო, დანაშაულია!


ჯერ სოფელს ის დაუბრუნეთ, რაც ბოლშევიკებმა წაართვეს და თქვენ მათგან, როგორც მემკვიდრეებს, მუქთად დაგრჩათ. ხოლო თუ ეკონომიკური სარგებლიანობისთვის გასაყიდია, თავად მიხედავენ და გაჰყიდიან. საცა სამართალია და ელემენტარული სამართლიანობა, სამინისტროს სოფლის საკუთრებასთან რა ხელი აქვს, რომ სამკვიდროს უყიდის ?!


ჯერ ხომ პოლიტიკური გარიგებით მცირე სასოფლო თემებს წაართვეს უფლება, რომ მუნიციპალურ საკრებულოში უშუალოდ არჩეული მაჟორიტარი წევრი მაინცა ჰყოლოდათ წარმომადგენლად, ახლა კი უწარმომადგენლოდ დატოვებულებს, სამკვიდროსგანაც "ათავისუფლებენ"?!


რა არის ეს თუ არა ნაცური მავნე პოლიტიკის გაგრძელება?!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები