დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რა მოხდა ბოლნისის სოფელ ნახედურში - წინასაარჩევნო დაპირისპირება ხელჩართული „ბრძოლით“ 27.09.2020 20:33

სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მომხდარი თავდასხმის ვიდეო ვრცელდება, შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახედურში მოხდა. როგორც ”კურიერმა” გაარკვია, თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბზე მოხდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამომრჩეველზე მიზანმიმართული ზეწოლა ხდება, რადგან ამ სოფელში მმართველი პარტია ამომრჩევლებს კარგავს. "არავინ არავის არაფერს უშავებდა, როგორც 90-იან წლებში მხედრიონი მოქმედებდა. დღისით მზისით დეპუტატი და მისი ძმა შევარდნენ და ფიზიკურად სცემეს ხალხს,"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

„ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50 კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. აგრეთვე, უმისამართოდ ისროდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ეს სროლა ჰაერში ხორციელდებოდა, სავარაუდოდ შიშის დანერგვის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული არავინ არ არის. „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ამ რეგიონში არამედ მთელს საქართველოში აქვს არჩევნები წაგებული და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა.

 

საპირისპიროს ამტკიცებს დეპუტატი გოგი მეშველიანი და აღნიშნულ ინციდენტთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. "სოფელში დაკავებულები იყვნენ აგიტაციით და ხელის შეშლით, სავარაუდოდ, მიზეზიც ეს იყო,"- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები