დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რა პოლიტიკურ გავლენას იქონიებს საქართველოზე სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ჯონ ბასის დანიშვნა 22.07.2021 16:44

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე  საქართველოში ყოფილი ელჩი ჯონ ბასი წარადგინა. ჯონ ბასი კარიერული დიპლომატია, მას 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი ეკავა. ასევე, ის იყო აშშ-ის ელჩი ავღანეთში 2017-2020 წლებში, ხოლო თურქეთში -  2014-2017 წლებში


სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენამ საქართველოში საზოგადოების ნაწილს იმედები გაუჩინა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა წინ წაიწევს


რა პოლიტიკური დატვირთვა ექნება ყოფილი ელჩის დანიშვნას სახელმწიფო მდივნის მოადგილედ, ამ კითხვით ჯორჯიან თაიმსი" საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის"(GIP) დირექტორს, კორნელი კაკაჩიას დაუკავშირდა.


კაკაჩია აცხადებს, რომ ამერიკაში გადაწყვეტილებებს პერსონები არ იღებენ, შესაბამისად, ჯონ ბასის კანდიდატურის წარდგენა განსაკუთრებულ პოლიტიკურ ზეგავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, ერთადერთი, რაც ჯონ ბასს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეუძლია, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევაა.


"პირველ რიგში, ის ჯერ დამტკიცებული არ არის და მეორეც, რომ დამტკიცდეს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტი არ არის პოლიტიკური თანამდებობა. ეს უფრო ადმინისტრაციული პოზიციაა.


გარდა ამისა, ამერიკაში პერსონები არ იღებენ გადაწყვეტილებებს, იქ გადაწყვეტილებებს ღებულობს სისტემა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამან შეიძლება რაიმეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. მით უმეტეს, როცა იქ პოლიტიკური თანამდებობა არ არის. ბასის ნამდვილად შეუძლია, თავისი სიტყვა შემატოს საქართველოს. მაგრამ, სხვა მხრივ, არ მგონია, მისმა დანიშვნამ რაიმე პოლიტიკური გავლენა იქონიოს," -  განაცხადა კორნელი კაკაჩიამ

 

/თათია შაიშმელაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები