დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა სცენარებს დგამს და ახორციელებს პუტინის ფავორიტი სურკოვი საქართველოში და რის ჩაშლა მოახერხეს ამერიკელებმა 06.03.2021 21:10

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში რუსული სპეცსამსახურების საქართველოში მოქმედების საინტერესო დეტალებზე საუბრობს:

 

 

მსოფლიოში  ყველაზე  ძლიერ  პოლიტტექნოლოგად  ითვლება   ფრანგი   ჟაკ   სეგელა,  რომელსაც   აქვს  აბსოლუტური   შედეგი  -  10-დან   ათივე  არჩევნების(საპრეზიდენტო და  საპარლამენტო)  მოგება  ევროპის  სხვადასხვა  ქვეყანაში.   2010  წელს  მე  და  პროფ.  შიო  სანაძემ  კომენტარებით ქართულად  გამოვეცით  მისი  წიგნი „ხმებზე  ნადირობის  ნაციონალური  თავისებურებანი“,  სადაც  ეს  არჩევნებია  აღწერილი(კიდევ  კარგი  ნაცები  წიგნებს  არ  კითხულობდნენ,  თორემ  ეგრევე  დაგვიჭერდნენ  ჩვენს  კომენტარებზე).  რუსეთში  ერთ-ერთ  ძლიერ  პოლიტტექნოლოგად  ითვლება  სურკოვი,   პრეზიდენტ  პუტინის  მრჩეველი  და  მარჯვენა  ხელი,   რომელიც  თავად   წერს   ჯგუფთან  ერთად  სცენარებს  და  თავადვე  ახორციელებს  საგარეო  დაზვერვასთან  ერთად. ბოლო  20  წლის  განმავლობაში  მისი  სცენარით  და  რეჟისურით  საქართველოში  განხორციელდა  რამდენიმე  სპექტაკლი(რომელიც  არ  ჩამოუვარდება  სტურუას  სპექტაკლებს):  ვარდების  რევოლუცია, მსხვილი,  მომგებიანი  ბიზნესების გადასვლა  რუსების  ხელში,  კოდორის,  ახალგორის  და  აფხაზეთ-ცხინვალის ჩაბარება რუსებისათვის, 7  ნოემბრის  და  26  მაისის აქციების დარბევა,  ყველა  საპრეზიდენტო  და  საპარლამენტო  არჩევნები, ნაცების ვითომ  წასვლა  და  ოცნების  ფორმალურად  მოსვლა,  კოჰაბიტაცია, ხელისუფლების  და ოპოზიციის  ვითომდაპირისპირება  დღემდე,  რუსეთიდან  მართული  ოპოზიციის  აშშ-ევროპისათვის   პროდასავლურად   შესაღების  მცდელობა  და  ა.შ.  მაგრამ,  როგორც  კი  აშშ  ღრმად  დაინტერესდა  საქართველოთი  და  სერიოზულად  აამუშავა  საელჩო  და  სტრუქტურები,  სურკოვის  სცენარებმა  ჩავარდნა  დაიწყო  2018  წლიდან:  სურკოვმა  ვერ  შეძლო  საპრეზიდენტო  არჩევნებზე  გრიგოლ  ვაშაძის  გაყვანა, რისთვისაც  200  ათასი  ყალბი  ბიულეტენიც  იყო გამზადებული,  2019  წლის  20  ივნისს  ვერ  შეძლო  პარლამენტში  შეჭრა  და  მოჩვენებითი  წინააღმდეგობის  დაძლევა,  რასაც  ბოკერიას  ხელისუფლებაში  მოყვანა  უნდა  უზრუნველეყო,  ვერ  შეძლო  პანკისში  სპეცრაზმის  შეყვანის  მერე  ადგილობრივებთან დაპირისპირება,  რასაც  პანკისში  კადიროვის  დივიზიების  შეჭრა  უნდა  მოყოლოდა, ვერ  შეძლო  მარიხუანას  პროექტის  მთლიანი  მოცულობით  განხორციელება,  პატრიარქის  გადაყენება  და  ა.შ.  ეს  ყველაფერი  ამერიკელებმა  ჩაშალეს  და  არა  გახარიამ. 

 

 

ამის  მერე  სურკოვი  პუტინმა  დააქვეითა, მაგრამ  სცენარებს  მაინც ანდობენ. მისი  სცენარია  ოპოზიცია-მთავრობის  ახლანდელი  „დაპირისპირება“  და  ოპოზიციის  არშესვლა  პარლამენტში,  გახარიას  გადადგომა  და  მელიას  არდაჭერა-დაჭერა. ახლა  პლებისციტის იდეა  შემოაგდეს  და  აკვირდებიან  აშშ  რეაქციას, რომელიც  საერთოდ  არ  ამჟღავნებს  რეაქციას  და  არ  ჩქარობს  „ტოპკის“  ჩარტყმას  მათთვის. მურტალოს  მეთოდები  დაუძველდა,  თუმცა  ხალხის  გაბრიყვებას  და  ყურადღების  გადატანას  მაინც  ახერხებენ - ხან  გარეჯის,  ხან  ნამახვანის  და  ა.შ.  თემებით,  მაგრამ  ამერიკელებს  მაინც  ვერ  მოატყუებენ  და  ყველა  სცენარი  ჩაუვარდებათ. სიახლეები  ელიტაში  გარდაუვალია{დამავიწყდა  აღმენიშნა,  რომ  საქართველოსი  ყველაზე  ძლიერ  პოლიტტექნოლოგად  ითვლება  მირიან  მირიანაშვილი, რომელიც  კარგად  კითხულობს  ასეთ  სცენარებს, შექმნა  რეალურად  მოქმედი პარტია(პარტიების  99%-ს  წევრები5-დან40  კაცამდე  ჰყავს),  თავის  დროზე  აქტიურად  მონაწილეობდა  მრგვალი  მაგიდის  შექმნაში,  მან  შექმნა  ნაციონალური  მოძრაობა,  რომელიც  მიშამ  და  სპეცსამსახურებმა  წაართვეს,

 

 

ამჟამად  შექმნილი  აქვს  პოლიტიკური  გაერთიანება  „ერი“,  რომელიც  რამდენიმე  ასეულ  რეალურ  წევრს  აერთიანებს  და  მიიღებს  მონაწილეობას  ყველა  არჩევნებში} 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები