ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შვიდი მეტროსადგური დაკეტეს. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული რედაქცია ავრცელებს. ამასთან, ბელარუსის დედაქალაქში აქციის მონაწილეები იკრიბებიან. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მინსკში მობილიზებულია სპეცტექნიკა. მინსკში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ცესკოს ბოლო მონაცემებით, ხმათა 80,23 პროცენტი მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი, ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge