დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რეჯეფ ერდოღანი სომხეთ-აზერბიჯანის კონფლიქტის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა 30.09.2020 16:45

 

ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა „ბლომბერგი“ Bloomberg») აქვეყნებს სტატიას სათაურით „რეჯეფ ერდოღანი სომხეთ-აზერბიჯანის კონფლიქტის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა“, რომელშიც გაანალიზებულია თურქეთის როლი ერევან-ბაქოს შორის დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში (ავტორი - ბობ გოში).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანისათვის რთული იქნება იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც იგი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო აღმოჩნდა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან - ვლადიმერ პუტინთან, ამიტომაც შედარებით იოლად იქნა გადატანილი სირიისა და ლიბიის პრობლემები, მაგრამ ახლა თურქეთის პრეზიდენტს უფრო მძიმე გამოცდის ჩაბარება უწევს კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, სადაც სომხეთს და აზერბაიჯანს - დაპირისპირებულ მხარეებს ზურგს უკან ანკარა და მოსკოვი უდგანან.


ისტორიულად კავკასიის რეგიონი რუსეთისა და თურქეთის ინტერესების სფეროში შედიოდა. ბოლო ათწლეულებში მოსკოვს რეგიონში შედარებით უფრო მეტი ინტერესები და ამბიციები ჰქონდა. დღესაც რუსეთი წარმოდგენილია იმ პოლიციელად, რომელიც წესრიგს „იცავს“ - დასჯა-შერიგება ისე ხდება, როგორც ეს კრემლს სურს.


ანკარას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აწყობდა ან ითმენდა მოსკოვის ზოგიერთ მანევრს შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ტერიტორიაზე. მაგალითად, რეჯეფ ერდოღანი ფრთხილად იქცეოდა, როცა რუსეთი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა... მაგრამ აზერბაიჯანთან დამოკიდებულება თურქეთისთვის განსხვავებულია.


თუირქეტს და აზერბაიჯანს არა მხოლოდ ისტორია, რელიგია და ენა აკავშირებთ, არამედ კასპიის ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ - იგი ცდილობს, რომ თურქეთმა ევროპასა და აზიას შორის ენერგეტიკული დერეფნის როლი შეასრულოს, რაც აზერბაიჯანის გარეშე ვერ რეალიზდება. ამიტომაც ანკარა მხარს უჭერს ბაქოს მთლიანი ყარაბაღის საკითხში.


თურქი ლიდერი ბრძოლის დაწყებას სომხეთს აბრალებს, რომელიც, რეჯეფ ერდოღანის თქმით, „რეგიონული მშვიდობისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“. თურქეთის სამხედრო ზალები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნამდვილად არიან, თურქული ავიაცია აზერბაიჯანის აეროდრომებით სარგებლობს.. რეჯეფ ერდოღანს არაერთხელ განუცხადებია, რომ აზერბაიჯანს ცეცხლსასროლ იარაღს, დრონებს და რაკეტებს მიაწვდის.


თავისმხრივ, რუსეთიც იარაღს ორივე მხარეს აწვდის - სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც, მაგრამ რადგანაც სომხეთში მას ავიაბაზა აქვს, მოსკოვი უფრო სომხეთისაკენ იხრება. გარდა ამისა, სომხეთი «ОДКБ»-ის (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის) წევრია, აზერბაიჯანი კი არა.


თუმცა ვლადიმერ პუტინის მოქმედებაში შესამჩნევია, რომ მას სურს ორივე მხარის მოლაპარაკება და არცერთს ბრალს არ სდებს. ამასთან, აშკარაა, რომ მას არ მოსწონს თურქეთის ლიდერის რიტორიკა და შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არ დაუშვებს ანკარის პირდაპირ სამხედრო ჩარევას კონბფლიქტში.


ვლადიმერ პუტინს კარგად ესმის, რომ რეჯეფ ერდოღანი უკვე საკმაოდ დაძაბულ მდგომარეობაშია როგორც ლიბიისა და სირიის სამხედრო ოპერაციების, ასევე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გეოპოლიტიკური (და გეოეკონომიკური) დაპირისპირების გამო (საბერძნეთთან და კვიპროსთან). და თუ თურქეთის პრეზიდენტი კავკასიის საქმეებშიც პირდაპირ ჩაერევა, მისი ნაბიჯი ასევე პირდაპირ დაატყამს თურქეთის ეკონომიკას, რომელიც ისედაც მძიმე სიტუაციაშია: ლირის კურსი კატასტროფულად დაეცა ახალი ომის მოლოდინში.


კავკასიაში ვლადიმერ პუტინს შეუძლია უფრო გრძელვადიანი თამაში შეასრულოს. რეჯეფ ერდოღანის „საბრძოლო ყიჟინის“ მიუხედავად - აზერბაიჯანის გვერდით ვარ და დავეხმარებიო, ბაქოს მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს. ამიტომაც, აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების შეშფოთების გარეშეც ვლადიმერ პუტინმა სესანიშნავად იცის, რომ მებრძოლი მხარეები საბოლოოდ მაინც მას მიმართავენ სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით. რუსეთი ერთადერთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც, სხვებთან შედარებით, უფრო მეტადაა დაინტერესებული კავკასიის სტაბილურობით.


რეჯეფ ერდოღანს კი, ასეთი განცხადებების გამო, სიტუაციიდან გამოსვლა გაუჭირდება. ერთადერთი გამოსავალი საკუტარი იმიჯის გადასარჩენად ისაა, რომ მას რუსმა კოლეგამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის უფლება მაინც უნდა მისცეს... მაგრამ ამისათვის მოსკოვი ანკარას ისეთი რაღაც-რაღაცეების დათმობას მოსთხოვს, რაშიც ერდოღანი თავის „ძვირფას მეგობარ პუტინს“ [დღემდე] წინააღმდეგობას უწევს“.


წყარო: https://www.bloomberg.com/opinion/articles/2020-09-28/azerbaijan-armenia-conflict-turkey-s-erdogan-puts-himself-in-a-bind

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები