დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთი უკვე გაიხსნა.  

 

აღნიშნული გზის მონაკვეთი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან აკავშირებს.

 

ახალი გზა მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი).

 

ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს გურჯაანის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

კახეთის რეგიონისათვის აღნიშნული გზის მონაკვეთის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და ტურისტული პოტენციალი.

 

აღნიშნული პროექტის ღირებულება 38 000 000 ლარი იყო და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

 

პროექტის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კუპატაშვილი ესაუბრა.

 

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა ჯამში 15.5 კილომეტრია. აღნიშნული გზის მონაკვეთი არ განეკუთვნება საერთაშორისო გზას, ესაა შიდა - სახელმწიფოებრივი. ძირითადად, ის შიდა ტრანზიტისთვის და ჩვეულებრივი გადაადგილებისთვის იქნება გამოყენებული. ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა, კახეთში მგზავრობის არსებულ დროს თითქმის გაანახევრებს. გზის ამ მონაკვეთზე, უმეტეს ადგილებში გადაადგილების სიჩქარე 40კმ/სთ იქნება და სამომავლოდ განსაზღვრულია საპროექტო სიჩქარე 80 კმ/სთ,"- განაცხადა ლევან კუპატაშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები