დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 14 ივლისის დილის მონაცემებით 14.07.2020 11:20

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 999-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და 870-ს შეადგენს.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები