დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

როგორ მოქმედებს პანდემია აშშ-ს ეკონომიკაზე და რის გათვალისწინებას გვირჩევს იქ მცხოვრები ქართველი - თემურ ბასილია 28.07.2021 15:15

სამი-ოთხი კვირის წინ, საკმაოდ კარგი მდგომარეობა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან, მასობრივი ვაქცინაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა შეზღუდვების უდიდესი ნაწილი გაუქმება, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურმა მრჩეველმათემურ ბასილიაექსკლუზიურად  განუცხადა.

 

მისი თქმით, ამ გარემოების გათვალისწინებით, ბუნებრივია ის ფაქტორი, რომ ზემოთხსენებულმა ფაქტმა კარგი პირობები შეუქმნა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასაც:

 

იქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები, მცირდებოდა უმუშევრობა, საკმაოდ სწრაფად მიიევდა მაღლა ფასიანი ქაღალდების ბაზარი“, - განაცხადა მან.

 

ბასილიამ განმარტა, რომ სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ კვლავ დაიწყო ზრდა.

 

თანაც, ეს ზრდა ხდება პრაქტიკულად ყველა შტატში. სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც უარს ამბობს ვაქცინაზე. არ იფიქროთ, რომ ასეთი ადამიანები მხოლოდ საქართველოშია; ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ასეთი ხალხი და არც თუ ისე მცირე რაოდენობა. სამწუხაროდ, ძირითადად ამ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ამავე დროს, არ იცავენ უსაფრთხოების ელემენტარულ ზომებს, გვევლინებიან ვირუსის გამავრცელებლებად. უკვე დაიწყო საუბრები გარკვეული რეგულაციების აღდგენაზე“, - აღნიშნა მან.  


ბასილიას თქმით, კარგი ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, აშშ-ში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები არ არსებობს,  ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა თავად იღებს უსაფრთხოების ზომებს:


საინტერესო ის გახლავთ, რომ თუ სამი-ოთხი კვირის წინ, (ანუ, რეგულაციების მოხსნის შემდეგ) იშვიათად შეხვდებოდი ადამიანს, ვისაც პირბადე ეკეთა, ახლა, საკმაოდ ხშირად გვხვდება ასეთი ადამიანები. იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით არავითარი რეგულაციები არ არის შემოღებული, ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა თავად იღებს უსაფრთხოების ზომებს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო არ არის პირბადის ტარება, ადამიანები საკუთარი ინიციატივით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით იკეთებენ პირბადეებს. უკვე შეიმჩნევა პირბადეების ნაკლებობა სავაჭრო ქსელში; მაგალითად, თუ ერთი თვის წინ პირბადეების საკმაოდ ფართე არჩევანი იყო მაღაზიებში, დღეს მართალია, დეფიციტი არ არის, მაგრამ იმდენივე არჩევანის შესაძლებლობაც აღარ არის. ადამიანებმა კვლავ დაიწყეს პირბადეების შეძენა პირადი უსაფრთხოებისთვის გამო. ჯერ-ჯერობით, არ არის სიტუაციის სწრაფად გაუმჯობესების პერსპექტივა; პირიქით, მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე სიტუაცია კიდევ გაუარესდება და მთავრობა იძულებული გახდება გარკვეული რეგულაციები აღადგინოს“, - განმარტავს ის.  

 

ბასილიას თქმით, არსებულ სიტუაციას და ნაკლებად ოპტიმისტურ პროგნოზებს, ბუნებრივია, გავლენა აქვს ეკონომიკაზეც:

 

მაგალითად, ორი კვირის მანძილზე მკვეთრად დაეცა ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც პირდაპირ ურტყამს ადამიანების დანაზოგებს. ასევე, რამდენადაც ბევრი სამთავრობო პროგრამის დაფინანსება ხდება ფულის ბეჭდვით, უკვე საუბარია ინფლაციის საშიშროებაზეც. ანუ, ლაპარაკი არ არის სიტუაციის გაუმჯობესებაზე, საუბარია სიტუაციის რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესებაზე“.

 

ბასილიას თქმით, ამ ფონზე, საქართველოს ბევრი არჩევანი არა აქვს. მთავრობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ დროულად შემოიტანოს ხარისხიანი ვაქცინები, რომლებსაც დაცვის მაღალი დონე აქვს.

 

შეადარეთ ვაქცინები, რომლებსაც დაცვის 95% აქვს იმათ, რომლებსაც დაცვის მხოლოდ 50% აქვს. ანუ, თუ პირველ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალბათობა იმისა, რომ დაავადდე, სულ რაღაც 5%-ია, მაშინ როდესაც მეორე შემთხვევაში - 50%. ასევე, ადამიანებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები და ატარონ პირბადეები. სამწუხაროდ, კორონავირუსი ჯერ საბოლოოდ დამარცხებული არ არის და ჩვენ სხვა არჩევანი არა გვაქვს, გარდა იმისა, რომ მოვერგოთ არსებულ რეალობას და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახის წევრები, უახლოესი ადამიანები და ის პირები, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი გვაქვს“, - აცხადებს თემურ ბასილია.

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები