დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

როგორ პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესახებ გავრცელებულ კრიტიკას 05.03.2021 14:24

2021 წლის 3 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-  საკუთარ ვებ - გვერდზე გამოაქვეყნა მოსაზრებები/დასკვნები საქართველოს მთავრობასა და შპს „ქლინ ენერჯიგრუპ ჯორჯიას“ (დღევანდელი სახელწოდება „ენკა რენუებლზს“) შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

EMC– საკუთარ ანალიზში განმარტავს, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ, ეს შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს

 

მათივე თქმით, ხელშეკრულებიდან  ჩანს, რომ სახელმწიფომ კომპანიას არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა მისცა, რამაც, შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე, მშენებლობის პროცესის დაწყება

 

ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს  ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.


იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული.


ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა ამ ხელშეკრულებას. ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტმა" დოკუმენტი მოიპოვა და გამოაქვეყნაEMC- შეისწავლა ეს ხელშეკრულება და  ამ  დოკუმენტში შეთანხების შინაარსს კრიტიკულად მიმოიხილავს,“- ნათქვამია განცხადებაში (იხილეთ ვრცლად).

 

აღნიშნულ ანალიზს დღესეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. სამინისტროში თვლიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიური და  დილეტანტურია. ის მთლიანად  ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდაა გათვლილი.

 

აღნიშნული პუბლიკაციის სახელწოდება - „ნამახვანჰესის ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდთავისთავად ცხადყოფს, რომ პუბლიკაციის ავტორის(ების) შეფასება პროექტის, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების მიმართ არის უაღრესად კრიტიკული. პუბლიკაციის შესავალ ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნამახვანი ჰესი არათუ ვერ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში, არამედ იგიმნიშვნელოვან და განუსაზღვრელფისკალურ ტვირთად გადაიქცევა საქართველოსათვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

 

საზოგადოების ფართო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯორჯიან თაიმსი გთავაზობთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ  ვრცელ ინფორმაციას ხელშეკრულების შესახებ.

 

EMC - ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას. სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება.

 

რატომ არის პრობლემა - სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია”.

 

სამინისტროს პასუხი: სად არის სპეკულაცია - EMC- კვლევაში ვერ ვხედავთ, რის საფუძველზე დაასკვნა, თუ რა არის, ან იქნებაენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგიისფასი. მითუმეტეს, სად არის EMC- მიერ გაკეთებული გაანგარიშება 15 წლიან ჭრილში ან მას შემდეგ? აქედან გამომდინარე, როგორ ითვლის კონკრეტული ფასი იქნება მაღალი თუ დაბალი? შესაბამისად, EMC- არ წარმოადგინა არცერთი არგუმენტი და მინიშნება საკუთარი მტკიცების გასამყარებლად, რომ ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური სხვა მომწოდებლებზე მაღალი იქნება.

 

საკითხის განმარტება - იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა წაიკითხოს და გაიგოს ენერგეტიკის სფეროში დადებული ხელშეკრულების შინაარსი, მას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მთელ რიგ საკითხებზე:

 

ტარიფი - განსხვავდება ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი და გასაყიდი ტარიფი. მაგალითად, საოჯახო მეურნეობები სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით უხდიან ელექტროენერგიის საფასურს მომწოდებელ კომპანიას, ხოლო სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ შესასყიდი ტარიფი სრულიად განსხვავებულია სხვადასხვა მიმწოდებლის შემთხვევაში და უამრავ კომპლექსურ მდგენელზეა დამოკიდებული. როდესაც EMC ამბობს, რომ ვერ მოხდება ქვეყნისთვის უკეთესი ენერგო-ტარიფის მიღება, მკითხველს უჩენს განცდას, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად საოჯახო მეურნეობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ფასმა არ უნდა დაიკლოს, რაც სრულიად სპეკულატიური მსჯელობაა.

 

EMC- მიერ ხსენებული ყველამომწოდებელი“, რაშიც სავარაუდოდ ავტორი ენერგიის მწარმოებელს ან/და იმპორტიორს გულისხმობს, ვერ გაყიდის გამომუშავებულ ან იმპორტირებულ ელ.ენერგიას ერთსა და იმავე ფასად. ელ.ენერგიის შესასყიდი ტარიფი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მაგალითად: კონკრეტული მწარმოებლის/გენერაციის ობიექტის სახეობაზე (თბო, ჰიდრო, ქარი, მზე და აშ), ისევე როგორც მათი ექსპლუატაციაში შესვლის ვადაზე და სამართლებრივ სტატუსზე. ამასთან, ელ.ენერგიის შესასყიდი ფასი დამოკიდებულია სეზონურობაზე და იმპორტირებული ენერგიის შემთხვევაში იმ კონკრეტულ დროზე, (დღის მონაკვეთზე) რა დროსაც ხდება მისი იმპორტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთადერთი სამართლიანი და კვალიფიციური მიდგომაა, რომ ნამახვანი ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ფასი შევადაროთ სხვა ანალოგიურ (ან მეტ-ნაკლებად მსგავს) მწარმოებელს.

 

ნამახვანჰესის ელექტროენერგიის ფასი და გარანტირებული შესყიდვის ვადა - ნებისმიერ ეკონომიკურ პროექტს თან ახლავს თავისი გაანგარიშება, თუ რა ღირს პროექტი, დროის რა ვადაში და რა ოდენობით უნდა მოხდეს უკუგება და რა პირობებია საჭირო პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო დაინტერესებულია მოიზიდოს პირდაპირი ინვესტიცია და პროექტი კერძო და საჯარო პარტნიორობის ორმხრივად მომგებიანობის საფუძველს დაამყაროს.

 

ნამახვანჰესის შემთხვევაში სახელმწიფომ პარტნიორი კომპანია ტენდერის საფუძველზე შეარჩია, რომლის მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ტარიფი იყო, ყველა სხვა აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით. 2016 წელს ყველაზე დაბალი ტარიფის შემოთავაზებით სწორედენკა“- მონაწილეობით დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

 

საქართველოს ბუნებრივი რესურსის ენერგეტიკული მიზნებისთვის ასათვისებლად კომპანია რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი ინვესტიციაა. ინვესტიციის ნაწილი (300 მლნ. აშშ დოლარი) მოხმარდება ელექტრო-მექანიკური დანადგარებისა და სერვისების იმპორტს, ხოლო უდიდესი ნაწილი (527 მლნ. აშშ დოლარი) სრულად დაიხარჯება ადგილობრივ ბაზარზე.

 

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ - უსასყიდლოდ მითვისებული ბუნებრივი რესურსი - რას გულისხმობს ნამახვანჰესის „კაბალური ხელშეკრულება“

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები