დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

როგორ შეძლებენ უცხოეთში მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას? 27.10.2020 14:48

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულოს აღრიცხვაზე უნდა დადგნენ.

არჩევნებისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე

 

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას. ამისთვის საჭიროა მათ პირადი მონაცემები მითითებულ გვერდზე შეიყვანონ და ამასთან,  უცხოეთში საკონსულოს აღრიცხვაზე დადგნენ. 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები