დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება 28.11.2022 11:34

30 ნოემბერს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში 55 წლისადმი მიძღვნილი დასკვნითი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.


საიუბილეო დღის განრიგი ასეთია:


17:00 სთ-ზე,  გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცის გახსნა. აღსანიშნავია, რომ მომავალში ყველა დარბაზს რუსთავის თეატრში მოღვაწე ადამიანების სახელები დაერქმევა.


18:00 სთ-ზე,  ფოიეში რუსთავის თეატრის პირველი სპექტაკლის ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტუმების გამოფენის გახსნა.


19:00 სთ-ზე კი დიდ დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები და სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი“ მიიღებენ.


საიუბილეო სეზონზე რუსთავის თეატრმა 100 ზ-ზე მეტი ღონისძიება გამართა, რომელიც მუსიკალური დრამით ,,კუკარაჩა“ გაიხსნა და ცოტა ხნის წინ კომედიის თეატრალური ფესტივალით დასრულდა.


რუსთავის თეატრი, რომელიც წელს  55-ე  იუბილეს აღნიშნავს, 1967 წელს გაიხსნა და ის მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსულმა ახალგაზრდებმა გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით შექმნეს. პირველი პრემიერა 30 ნოემბერს შედგა, გიგა ლორთქიფანიძემ მაყურებელს ედმონდ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარუდგინა, რომელშიც მთავარ როლებს ოთარ მეღვინეთუხუცესი, მალხაზ გორგილაძე, გურანდა გაბუნია, თენგიზ მაისურაძე და ნოდარ მგალობლიშვილი ასრულებდნენ.


რუსთავის თეატრის სცენა 55 წლის მანძილზე არაერთ ნიჭიერ ადამიანს დაუმშვენებია და ეს ტრადიცია კვლავაც გრძელდება. ამ დროისათვის დასში ყველა თაობის არტისტია, მათ შორის ისინიც ვინც 1967 წელს ძალიან ახალგაზრდები ჩაუდგნენ სათავეში მშობლიურ თეატრს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები