დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსთავის სასამართლომ მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი უდანაშაულოდ ცნო, რასაც ხმაური მოჰყვა 04.07.2020 16:21

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო, სადაც მოსამართლემ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ, განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და დარბაზიდან გათავისუფლდა, სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური და პროტესტი. მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ბრალდებულებს - დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წელი. საქმეში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ და დუმილის უფლებით სარგებლობდნენ.

 

ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, კერძოდ, არც მოწმეთა ჩვენებები, არც ვიდეო ჩანაწერები, რომელიც, მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს. სამართალდამცავებმა, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს. დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებოდათ ბრალად, ხოლო შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ხელშეწყობა.

 

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები