დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა 12.07.2020 16:07

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა. შუახნის მამაკაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის იტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს. თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები