დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსთავში, მშენებლობის დროს ამწე ამოტრიალდა და ერთი ადამიანი დაშავდა 24.09.2020 17:36

რუსთავში ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ამწე ამოტრიალდა და შედეგად დაზიანება მიიღო მემანქანემ.

 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა.

 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, შეყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო, ამ დროისთვის, მას გამოკვლევები უტარდება.

 

მშენებლობის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები