დღე: 17

ღამე: 8

USD 2.6797

EUR 2.8777

რუსთავში, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა 12.07.2020 14:46

რუსთავში ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯართის დამუშავების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები