დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა 09.07.2020 23:18

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე რჩებიან. გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ის ეტლით სარგებლობდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპეციალიზირებული კლინიკებში, ვინაიდან, ის განსაკუთრებული საჭიროების იყო, მის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ. ხანძრის გაჩენის დროს ბინაში იყო მისი დედა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ხანძრის ქრობის სამუშოებაზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები