დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სააკაშვილის ნაცსექტასა და ბოკერიას დაღუპულ პარტიაში სრული ისტერიაა, ლანძავენ და წყევლიან შესულებს, მათ თანამოაზრეებს - გია აბაშიძე 19.04.2021 22:56

გია აბაშიძის პოსტი:
გილოცავთ! პრეზიდენტ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა. ამ ეტაპზე "ნაციონალური მოძრაობის" 36-კაციან სიას გამოაკლდა 3 (სამადაშვილი და 2 რესპუბლიკელი - სამნიძე და კორძაია შევიდნენ). "სტრატეგია აღმაშენებელი" შედის თაკო ჩარკვიანის გარეშე, ხოლო "ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარიას გარეშე (ინდივიდუალურად შედიან ბაქრაძე, ახვლედიანი და შავგულიძე, ნაკაიძე გაუგებარია ჯერ) . "ლელო" სრულად და "გირჩი" [ჯაფარიძე როგორც "გირჩი მეტი თავისუფლება", 1 კაცი, მისი ყოფილი თანაპარტიელები ცალკე არიან შესულები]. "მოქალაქეებმა" (ელისაშვილი და იოსელიანი) და "ევროპელმა სოციალისტებმა" ("პატრიოტთა ალიანსს" გამოყოფილი 4 დეპუტატი) მანამდე აიღეს სადეპუტატო მანდატები.
სააკაშვილის ნაცსექტასა და ბოკერიას დაღუპულ პარტიაში სრული ისტერიაა, ლანძავენ და წყევლიან შესულებს, მათ თანამოაზრეებს, მმართველ გუნდს, მის მხარდამჭერებს, დასავლელ პოლიტიკოსებს.
იბადება მთავარი შეკითხვა - თითქმის 6 თვე უნდა დაეწყვიტათ საზოგადოების ნაწილისათვის ნერვები? ნაწილისთვის, რადგან ჩვენი საზოგადოების შესამჩნევი ნაწილს საერთოდ არ ადარდებდა/ადარდებს ეს კინკლაობა შესვლა-შეუსვლელობაზე.
და 15 მაისს რა ხდება? ალბათ, სააკაშვილის ერთგული მარიონეტები მაინც გაითამაშებენ ვოდევილს - აუუ, რამდენნი ვართ!
ახლადშესული ოპოზიციონერების მონაწილეობით, წინ საინტერესო, მეტწილად ტრაგიკომიკური 'სერიალი' გველის საპარლამენტო ცხოვრებაში. რა გაეწყობა? ელექტორატის არჩევანი ასე აისახება საკანონმდებლო ორგანოში, მოგვწონს ეს თუ არა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები