დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში "ევროვიზია 2021" 41 ქვეყნის მუსიკოსი ჩაერთვება 26.10.2020 18:52

საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში "ევროვიზია 2021" 41 ქვეყნის მუსიკოსი ჩაერთვება. ეს განცხადება კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ოსტერდალმა გააკეთა: "ჩვენ მადლობას ვუხდით 41 საზოგადოებრივ მაუწყებელ კომპანიას, რომ დაგვეხმარნენ 2021 წელს "ევროვიზიის" დაბრუნებაში". 

 

ორგანიზატორები ახლა კონკურსის ჩატარების შესაძლო სცენარებზე ფიქრობენ. მათი განცხადებით, კონკურსის მონაწილეებისთვის, მაყურებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

 

2020 წლის ფესტივალი, ისევე როგორც ბევრი სხვა საჯარო ღონისძიება, კორონავირუსის გამო გაუქმდა.

 

2021 წელს ვეროვიზიის რიგით 65-ზე ფესტივალი დევიზით "გაიღე" (Open Up) 12-დან 16 მასის ჩათვლით Ahoy-ის დარბაზში, როტერდამში უნდა ჩატარდეს.  "ევროვიზია 2021"-ის ფინალი 22 მაისისთვის არის დაგეგმილი. 

 

2020 წლის ევროვიზიის კონკურსი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები