დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

სალომე ზურაბიშვილი: ქუთაისის ახალი უნივერსიტეტი "ახალი გელათი" იქნება 21.10.2020 14:31

ეს ისეთივე მოვლენაა, როგორც იყოს 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო, დღეს აქ იბადება ახალი საქართველო -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნზე განაცხადა.  

 

"ეს იმ გამბედაობის გაგრძელებაა, რომელმაც მოგვიყვანა დღემდე. შემთხვევით არ არის რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისი ეს არის საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი, ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია" მიმართა პრეზიდენტმა სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის ახალი უნივერსიტეტი "ახალი გელათი" იქნება.

 

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ქართუს გადაუხადა: მადლობა ივანიშვილების ოჯახს და ფონდ ქართუს გაწეული ქველმოქმედებისთვის - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ცერემონიას პრეზიდენტის გარდა პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და "ოცნების" დეპუტატები ესწრებიან. ღონისძიებაზე არ გამოჩენილა ბიძინა ივანიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები