დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

სალომე ზურაბიშვილი- ,,მივესალმები საქართველოსა და ისრაელს შორის გაფორმებულ შეთანხმებას 30.09.2020 17:47

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ისრაელს შორის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა.
ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

​ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ცნობით, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები