დღე: 19

ღამე: 10

USD 2.6797

EUR 2.8777

სამართალდამცველებმა ბათუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავეს 24.01.2021 18:26

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავეს. როგორც სამართალდამცველებმა ფანგანს დაკავებისას განუმარტეს, ის გუშინ ევროპის მოედანზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს. ირაკლი ფანგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წვრია და ორგანიზაციის ოფისთან დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები