დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მიიღო 28.09.2020 10:53

 

 

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. დოკუმენტი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან მისი შესაბამისობა ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა.

 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საინვესტიციო საქმიანობის მთავარი საინვესტიციო დოკუმენტია და ისეთ საკითხებს განსაზღვრავს,როგორიც არის საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.

 

„საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საინვესტიციო მიზანს წარმოადგენს ინვესტიციებიდან დადებითი რეალური ამონაგების მიღება (ინფლაციის გათვალისწინებთ) 95 პროცენტი და მეტი ალბათობით, აგრეთვე, საჭირო ლიკვიდურობის შენარჩუნება და საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია. ამ მიზნების შესაბამისად განისაზღვრა ბენჩმარკ (სამიზნე) პორტფელი და რისკის ლიმიტები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით გაძლიერდა რისკების მართვის მიდგომა. რისკების მართვაში საპენსიო სააგენტო იყენებს დაცვის სამი ხაზის პრინციპს, რაც საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. პირველ ხაზს წარმოადგენს თავად საინვესტიციო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია საინვესტიციო პროცესში წარმოქმნილ საინვესტიციო და საოპერაციო რისკებზე და მათ მართვაზე. მეორე ხაზი არის მთავარი რისკის ოფიცერი, რომელიც დამოუკიდებლად, მუდმივ რეჟიმში ამოწმებს საინვესტიციო პორტფელის და ტრანზაქციების შესაბამისობას. აუდიტის სამსახური, როგორც დაცვის მესამე ხაზი, სრულიად დამოუკიდებელ რწმუნებას იძლევა, რომ საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცრის საქმიანობა გამართულად მიმდინარეობს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები