დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საპენსიო სქემაში თვეში საშუალოდ 12,000 ადამიანი წევრიანდება 28.09.2020 16:26

ლაივ პრეზენტაცია საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გახსნა.

 

გამომსვლელთა შორის იყვნენ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო, რომელიც დისტანციურად ერთვებოდა სხდომას, ასევე, მისი მოადგილე ჟან ფრედერიკ პოლსენი, რომელიც საქართველში მოღვაწეობს და შეძლო პრეზენტაციას პირადად დასწრებოდა. გოგა მელიქიძემ, საინვესტიციო საბჭოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა დეტალურად ისაუბრა საინვესტიციო დოკუმენტზე და სამომავლო გეგმებზე.

 

„დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობა ერთი მილიონია. საპენსიო სააგენტო ამ სტატისტიკას პროაქტიულად აქვეყნებს. ამჟამად საპენსიო სქემაში თვეში საშუალოდ 12,000 ადამიანი წევრიანდება და მინიმალური რაოდენობა ტოვებს. საპენსიო სააგენტოს გუნდი დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით (სამუშაო სამუშაო გამოცდილება 15 წელზე მეტი) და ისინი მუშაობდნენ კერძო სექტორის იმ კომპანიებში, რომლებიც სისტემატურად აღწევენ მაღალ შედეგებს. ამავდროულად უმეტესობა თანამშრომლებს განათლება მიღებული აქვს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში და ბიზნეს სკოლებში, ისეთები როგორიც არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლა და ლონდონის ბიზნეს სკოლა. შესაბამისად, მათ შეუძლიათ დადონ რეალური შედეგი და მოუტანონ წარმატება ამ რეფორმას. საპენსიო სააგენტო სამომავლოდ საგრძნობლად გააქტიურდება კაპიტალის ბაზარზე და მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს მის განვითარებაში,"- განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები