ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრების მიერ დადგმულ პერფორმანსს ეხმიანება, რომლის დროსაც პარტიის წევრებმა სუს-ის შენობის წინ ავტომანქანა მიიყვანეს და დალეწეს.
"ეს არის სუს-ის შენობა, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ყველაფერი. ახლაც, 2 ოქტომბრის არჩევნებსაც აქედან ჩაატარებენ. ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაილეწოს, ზუსტად ისე, როგორც მათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია" დაილეწება ახლა", - საარჩევნო სუბიექტის ზურა გირჩი ჯაფარიძის ამ სიტყვების შემდეგ, „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა საკუთარი ავტომანქანის დამსხვრევა დაიწყეს. პოლიციამ ე.წ. პარტიის რამდენიმე წევრი დააკავა.
ეს სააკაშვილის ფლანგის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური შაპიტო არ არის, ეს იმ სცენარის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეწოდება - "არჩევნები გაყალბდა".
სულ უფრო იმატებს იმის მაღალი ალბათობა, რომ სასოწარკვეთილი დესტრუქციული ძალა ემზადება 3 ოქტომბრის დესტაბილიზაციისათვის.
ობიექტურმა და ნეიტრალურმა საარჩევნო დამკვირვებლებმა ესეც უნდა მიიღონ მხედველობაში.
საქართველოს პოლიციამ კი გასცა ისეთივე ადეკვატური, თუმცა ოდნავ რბილი პასუხი, ვიდრე ამას, მაგალითად, ამერიკის პოლიცია მოიმოქმედებდა, პოლიტიკურ მარგინალებს ეს რომ აშშ-ის რომელიმე სპეცსამსახურის შენობასთან მოეწყოთ."-წერს გია აბაშიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge