დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მევიოლინე ანტონიო ლუჩიო ვივალდი იტალიაში, ვენეციაში 1678 წლის 4 მარტს დაიბადა. მისი ოთხი სავიოლინე კონცერტი "ოთხი წელიწადი" ბაროკის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. 15 წლის ასაკში სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა და მიზნად მღვდლად გახდომა დაისახა. 25 წლის ასაკში მღვდლად ეკურთხა კიდეც და ზედმეტსახელად "წითელი მღვდელი" ეწოდა, სავარაუდოდ მისი წითელი თმის გამო. 1704 წელს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ნელ-ნელა ჩამოსცილდა კიდეც აქტიურ სასულიერო ცხოვრებას.

 

საეკლესიო სამსახურიდან თავისუფალ დროს, ახალგაზრდა ვივალდი სრულად უთმობდა მუსიკას. სასულიერო და შემოქმედებითი ცხოვრება, დიდი კომპოზიტორის სულში მშვიდად ვერ თანაცხოვრობდა. საბოლოო არჩევანი კი, მან მუსიკის სასარგებლოდ გააკეთა.

 

1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას.

 

აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რიგი სამუსიკო ნაწარმოებების შექმნა ანტონიომ ღვთისმსახურების დროს დაიწყო. ერთ დღეს, მაშინ როდესაც, "წითელი მღვდელი" სადღესასწაულო მესას ატარებდა, გონებაში მოუვიდა ახალი ფუგის კონტურები. აღნიშნული იდეით იგი იმდენად მოიხიბლა, რომ მესის დასრულებას აღარ დაელოდა და იგი შეწყვიტა: დატოვა საკურთხეველი, რის შემდეგადაც ფურცელზე დაწერა თავისი ახალი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა საკურთხეველს და განაგრძო მესის ჩატარება.

 

აღნიშნული ფაქტი, ეკლესიის მიერ იმთავითვე "შრომითი დისციპლინის დარღვევად" იქნა მიჩნეული და ინკვიზიციამ, საეკლესიო შინა-განაწესის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ვივალდისათვის, ყველაფერი შესაძლოა ძალიან ცუდად დასრულებულიყო, რომ არა მისი "მუსიკოსობა", რადგან იმ პერიოდისათვის ინკვიზიციისათვის, მუსიკოსობა შეშლილობასთან ასოცირდებოდა. გამოძიების შემდეგ, ინკვიზიციამ, ვივალდის საბოლოოდ აუკრძალა მესის ჩატარება. ამ გარემოებამ კი, მასზე დადებითი გავლენა იქონია, რადგან სწორედ ამის შემდგომ შეძლო გენიალურმა კომპოზიტორმა დიდებული მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები