დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საფრანგეთში მეჩეთებს პოლიცია იცავს 21.10.2020 17:07

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ მან ადგილობრივ ხელისფლებას საფრთხისა და ძალადობის ქმედების შემდეგ,მოსთხოვა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქებში ბორდოსა და ბეზიეში მეჩეთებთან პოლიციის განთავსება. ამის შესახებ Reuters წერს.

 

"რესპუბლიკის მიწაზე ასეთი ქმედებები მიუღებელია", - დასძინა მან.

 

ქვეყანაში მეჩეთის დაცვა პოლიციის მიერ მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სხვადასხვა სახის ძალადობები იკვეთება. რამდენიმე დღის წინ ჩეჩენმა მოზარდმა მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა თავი მოკვეთა. ასევე ცნობილია, რომ თავდამსხმელებმა ბეზიერების არ-რაჰმას მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს.

 

პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა პარლამენტს განუცხადა, რომ საფრანგეთს სხვისი სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდების საწინააღმდეგოდ კანონი სჭირდება.

ავტორ(ებ)ი : Reuters

ბოლო სიახლეები