დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 23.09.2020 14:59

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, გამოძიების მხრიდან არის შესაძლო მცდელობა გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს არა მხოლოდ კონკრეტული საქმის გარემოებები, არამედ მიხეილ რამიშვილის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა კონფიდენციალური და პირადი ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალობა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

დაუშვებელია ადვოკატის მიმართ მოთხოვნილი იქნას ყველა სხვა ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტები, რომელიც სასამართლოს შესაბამისი განჩინებით არ არის ნებადართული გამოძიებისთვის. მსგავსი მცდელობა არა მარტო კანონსაწინააღმდეგოა, არამედ შეიცავს სახიფათო პრეცედენტს, როგორც კონკრეტული შემთხვევისთვის, ასევე საზოგადოდ, პროფესიული საადვოკატო საქმიანობისთვის.

 

მივმართავთ საქმესთან დაკავშირებულ სუბიექტებს, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოებს, უზრუნველყონ მოქმედება მხოლოდ კანონის ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, დაცული იქნება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის კანონიერი უფლებები, მათ შორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები განვახორციელებთ საკითხისადმი საზოგადოებრივ მონიტორინგს და ყველა აუცილებელ ღონისძიებას კანონის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ასევე საკითხით დაინტერესებული ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისთვის“,-აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ  გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით მისი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს.

 

როგორც რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ადვოკატისთვის მობილური ტელეფონის ჩამორთმევა უპრეცედენტოა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები