დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა 29.11.2020 20:10

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით 23-10 დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

 

მატჩის მეორე ნახევარში კი თანაბარი ანგარიში 3-3 დაფიქსირდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები