დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა 09.08.2020 19:49

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

 

„მოკლედ ვერ ითქმის, რა დამსახურებისთვის არის გადაცემული ეს ორდენი. ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ, მაგრამ ეს არის პრაქტიკულად 80 წლის მოღვაწეობის დაფასება. დაფასება იმისი, თუ რას წარმოადგენთ თქვენ დღეს ყველა ცოცხალი ქართველისთვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე. გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

 

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები