დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი დავით ზალკალიანს შეხვდა 25.09.2020 16:21

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევაც სწრებოდა.

მხარეებმა  კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის საუკეთესო გზები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის განუყოფელი ნაწილი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ასრულებს მთავრობის დამხმარე ორგანიზაციის როლს ჰუმანიტარულ სფეროში. გარდა ამისა, ეროვნული საზოგადოება კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები