„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"მაინც ვინ ვის სჯობს!
ისრაელი (მოსახლეობა 9.3 მილიონი) - 789 000 ინფიცირებული და 5803 გარდაცვლილი. ლეტალობის მაჩვენებელი - 0.8%.
საქართველო (მოსახლეობა 3.7 მილიონი) - 271 000 ინფიცირებული და 3500 გარდაცვლილი. ლეტალობა - 1.3%.
ისრაიელი - სრულად 2ჯერ აცრილია მოსახლეობის 40.5%. პირველი დოზით - 55.6%. სულ ჩატარდა 8.32 მილიონი აცრის პროცედურა.
საქართველო - შემოტანილია 0 ვაქცინა. აცრილია მოსახლეობის 0%.
ისრაელი - პრემიერ-მინისტრმა მარტო პფაიზერთან 17 მოლაპარაკება გამართა.
საქართველო - პრემიერ- მინისტრი ამ დროს არჩევნებს აყალბებდა.
ისრაელი - ვაქცინაციისთვის მძლავრი საინფორმაციო კამპანია
საქართველო - კამპანია " სხვამ თუ აცრა რა, რა მოიგეს?!".
ისრაელი - თითო დოზაში 47 დოლარი გადაიხადა წინსწრებით და კორუფციული სქემები არ აუწყვიათ.
საქართველო - იგივე ფასიც რომ გადაგვეხადა, სულ 200 მილიონ დოლარად, საჭიროზე მეტი, 4 მილიონი დოზა ვაქცინა შეგვეძლო მიგვეღო. ამის მაგივრად, შევიძინეთ რობოტი პეპერი, გამოუსადეგარი აპლიკაცია და გადაუდებელი საჭიროებებისთვის ჩინოვნიკების მანქანები, საოფისე ავეჯი და ა.შ. ვალად აღებული კოვიდმილიარდებიც მოიპარეს.
ისრაელი - მშპ 410 მილიარდი დოლარი. სულ მოსახლეზე-40 000 დოლარი.
საქართველო - მშპ 17 მილიარდი. სულ მოსახლეზე-10 ჯერ ღარიბები ვიდრე ისრაელში.
P.S. არადა, ძალიან მინდა, რომ ჩვენ ვჯობნიდეთ ყველას!" - წერს სერგო ჩიხლაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge