დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 20.04.2021 10:56

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 940  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  1 792  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 663 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.79 %.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 792 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  297 728-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.92%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 282 237-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 959 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 793, აჭარაში - 420, იმერეთში - 390. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში - 296, აჭარაში - 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში - 7, იმერეთში - 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 - აჭარაში.  7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 459 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374, იმერეთში - 1 001.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები