საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge