დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველო ამჯერადაც გადარჩება, თქვენ კი ცუდად დაამთავრებთ ვანიებო! - ვაჟა შუბითიძე 15.10.2021 14:54

ბევრს არ სჯეროდა ჩემი ნათქვამი, რომ მიშას აქ ჩამოყვანა (და ციხეში ჩასმაც) რუსეთის პროექტი იყო საქართველოს საბოლოო ასარევად და კოლაფსის მოსახდენად. საიდან ამდენი ხელისმომწერები პეტიციაზე და 20-25 ათასი კაცი მიტინგზე? (ცნობილია, რომ როცა აქ მომიტინგეთა რაოდენობა 15 ათასს და მეტს აღწევს, პუტინს აყენებენ საქმის კურსში), - აცხადებს "ჯორჯიან თაიმსთან" პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ექსპერტი - ვაჟა შუბითიძე.


"რუსებმა გააკეთეს თავისი საყრდენების და აგენტურის არასრული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მობილიზება, ნაწილი მოისყიდეს, ნაწილს რაღაცას დაპირდნენ და პეტეციაც და მიტინგიც აქედან გააჩალიჩეს (ცხადია, არიან იდეური ნაცებიც, მაგრამ მათი რიცხვი 5 ათასს კაცს არ აღემატება, არიან ოცნებაზე სამართლიანად გაბრაზებული ხალხიც, მაგრამ მიტინგზე და პეტიციაზე მათგან 10 %-იც არ გააკეთებდა ამას). ცხადია ისიც, რომ რუსები ამათ გადააგდებენ და მიშას ხელისუფლებაში ვერ(არ) დააბრუნებენ, მაგრამ ქვეყანას ხომ არევენ და შეიძლება გადატრიალებასაც გამოკრან ხელი და გახარია მოიყვანონ? (თუმცა, აშშ ამას არ დაუშვებს, მაგრამ დასჯის ოცნებას ჯერჯერობით ნაწილობრივ - უპრინციპობისთვის). საბოლოო ჯამში, ზარალდება ქვეყანა და უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ხალხი, რომლის 75%-ს ნაცები და გახარია არ უნდა, მაგრამ ოცნებაც ამოუვიდა ყელში (გუშინდელმა დღემ ისიც აჩვენა, რომ ნაცებს არჩევნებზეც მიეხმარა ნახევარი მილიონი ხმის მიღებაში და ასევე, ხალხის მიტინგზე მიყვანაშიც, რადგან 5ათასზე მეტ ხალხს ისინი მიტინგზე ვერ კრეფდნენ). ჩვენდამი მტრულად განწყობილი ეთნოსების მიერ წაქეზებული უტვინო რუსეთის მმართველები იგივეს იმეორებენ, რასაც ბიზანტია აკეთებდა საქართველოს მიმართ მე-10-11 საუკუნეებში - ასუსტებენ მართლმადიდებლურ, ერთმორწმუნე ქვეყანას და სხვათა საჯიჯგნადაც ხდიან, იმის მაგივრად რომ ტერიტორიულად გააერთიანონ და გააძლიერონ, რომ მისმა კონკურენტებმა და მუსულმანებმა აქ ფეხი ვერ მოიკიდონ(ცნობილია, თუ როგორ დაამთავრა არსებობა ბიზანტიის იმპერიამ 1453 წელს, რუსებსაც იგივე ბედი ელით, თუ ასე გააგრძელებენ)".

 

დღეს გაძლიერებული ჩინეთი ცდილობს აშშ-რუსეთის დაჯახებას და ორივე ქვეყნის დასუსტებას. (არადა, რუსები ფიქრობენ რომ ჩინეთი მათი მოკავშირეა დასავლეთთან დაპირისპირებაში, რაც ჩინელებს სასაცილოდ არ ჰყოფნით, რადგან ციმბირის წაღებას აპირებენ თავისთვის). ერთი ჭკვიანი არ გამოჩნდა რუსეთში, რომ დასავლეთთან ურთიერთობა დაალაგოს, სანქციები მოახსნევინოს (რისი წინაპირობაცაა უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება), მოკავშირედ გაიხადოს ჩინეთთან გარდაუვალ დაპირისპირებაში, რაც მისი მარცხით დამთავრდება თუნდაც ეკონომიკური სისუსტის გამო(მარტო ყირიმზე სანქციების გამო რუსეთმა 1 ტრილიონიდოლარით იზარალა უკვე)...

 

ამ ყველაფრის ნაცვლად, ისინი ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მასზე 10-ჯერ აღმატებულ აშშ-ევროკავშირს უპირისპირდებიან, ხოლო პატარა, თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს ნელ-ნელა ანადგურებენ. საქართველო ამჯერადაც გადარჩება, თქვენ კი ცუდად დაამთავრებთ ვანიებო!" - აცხადებს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები