დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველო არამარტო ღვინის, არამედ, ხორბლის სამშობლოცაა - გიორგი ღუღუნიშვილი 02.03.2021 17:33

„ღვინის სამშობლო“ – ასე მოიხსენიებენ საქართველოს დღემდე. 8000 წელზე დიდი პერიოდის რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქების აღმოჩენა მიუთითებს იმ დროის საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“. ამის მიუხხედავად, "მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის" დირექტორი-გიორგი ღუღუნიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო არამარტო - ღვინის, არამედ, ხორბლის სამშობლოცაა. 

 

ფაქტია, რომ საქართველო - ხორბლის კულტურის უძველესი კერაა და  ამ მცენარის დიდი სახეობრივ-ჯიშობრივი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მაღალი დონით გამოირჩევა.


ისტორიული წყაროებით, ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითსა და ადრებრინჯაოს პერიოდებიდან არის ცნობილი.  სულ, საქართველოში ხორბლის 14 სახეობაა აღწერილი.


გამორჩეული სამეურნეო თვისებების წყალობით, ქართული ენდემური ხორბლის სახეობებს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ზემოთხსენებული მარცვლეულის ჯიშების სელექციის საქმეში.

 

რა საფუძველი აქვს მტკიცებულებას, რომ საქართველო როგორც ღვინის, ასევე, ხორბლის სამშობლოა, - ამ თემაზე „ჯორჯიან თაიმსს“ გიორგი ღუღუნიშვილი  ესაუბრა:

 

- 2012 წელსმარცვლეულის ლოგისტიკის  კომპანიისდირექტორად დავინიშნე, სადაც ექსპერტებად იყვნენ მოწვეული პეტრე ნასყიდაშვილი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მეცნიერი და  ვანო ზედგენიძე. შევკარით გუნდი, რომლითაც შევძელით საქართველოში ჯიშთა გამოცდის  სამსახურის აღდგენა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის მეშვეობითსაქართველოს  რეგიონებში სხვადასხვა მარცვლეულის კულტურის გამოცდა ხდება.

 

დღეს, მთელი დედამიწა დაობს იმაზე, რომ 24 ან 25 კლიმატური ზონაა, თუმცა საქართველოში 22-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და გლობუსია დედამიწის. კლიმატის ყველა ეს შემადგენლობა, რაც დედამიწაზეა,  საქართველოში გვაქვსეს დიდი ბედნიერებაა, მაგრამ, მეორე მხრივ ძალიან რთულია, რადგან ის, რაც შეიძლება მოვიყვანოთ თელავში, 15 კილომეტრში, ახმეტაში - შეუძლებელია. ეს სამსახური კონკრეტულად ემსახურება იმას, რომ ფერმერებს გავუადვილოთ საქმე და იცოდნენ საკუთარ რეგიონში  რომელი ჯიშები მოდის.

 

პეტრე ნასყიდაშვილმა, ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა ქართული ხორბლის აღდგენაზე და მათი ჯიშების შენარჩუნებაზე. ხორბლის პირველი ენდემური სახეობა, საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. პეტრე ნასყიდაშვილმა მოაგროვა მასალები, რომელიც გადმომეცა და ამ საქმის გამგრძელებელი ვარ.


2 წლის წინ,  იუნესკოში  ქართული ხორბლის 5 ენდემური სახეობის გაგზავნა  გახდა შესაძლებელი. ეს არის უნიკალური ქართული სახეობ, რომელიც, დედამიწის ზურგზე არსად არ მეორდება.  50-იან წლებში უზრუნვიათ ამაზე კანადისა და გერმანიის ბანკში და გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ეს 5 სახეობა არის ქართული და საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დედამიწას მისცა ეს უძველესი კულტურა. ჩვენ არამარტო ღვინის სამშობლო ვართ, არამედ  - ხორბლის


ხორბალი ქართველი კაცისთვის საკვები პროდუქტი არ იყო მხოლოდ. მაგალითისთვის გეტყვით, უამრავი ლეგენდაა იმაზე, რომ ჩვენი წინაპრები უდიდეს პატივს სცემდნენ ამ კულტურასრამდენი სოფელიც გვქონდა საქართველოში,  იმდენი სახეობის ხორბალი იყო.


პურთან დაკავშირებულია უამრავი ტრადიცია არსებობს.  მაგალითად, ქართლში, რუის ურბნისის ტერიტორიაზე, კაცი თუ სტუმრად მივიდოდა და მას დაჭრილ პურს მაგიდაზე დაახვედრებდნენ, იმ ოჯახში არ შევიდოდა. სტუმრისთვის უნდა მიეწოდებინათ პური, მას დაეხია და დაერიგებინა.

 

რატომ ხდება ხორბლის უმეტესი ნაწილის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანა?

 

პური არის ერთადერთი კულტურა, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება მიიღოს ადამიანმა და ამით იცოცხლოსმარტო ხორცი ან თევზი რომ მიიღოს, მოკვდება. ხორბლის ის ჯიშები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, 27 კომპონენტს შეიცავდა, რომელიც აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის. პურს, რომელსაც ამჟამად ღებულობთ, 5  ან 7 კომპონენტს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს დარგები განვითარდა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, საქართველოში ჯიშთა გამოცდა კი 32 წელი ფუნქციონირებდა.

 

ქართული ხორბალი სხვა მიმართულებაა, რომლის განვითარება, ძალიან დიდ ენერგიასა და ინვესტიციას მოითხოვს, რათა, ის დაკარგული აღვადგინოთ, გავამრავლოთ და მივცეთ წინსვლათუმცა, ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები იდგმება. იუნესკო თუ აღიარებს, აუცილებლად გვექნება დაფინანსება, ამ  სახეობების შესანარჩუნებლად.


ქართული ხორბალი სასელექციოდ არის  უნიკალური მასალა. დედაა, რომლისგანაც სელექციის შედეგად უამრავ კარგ, მაღალხარისხოვან ხორბალს მივიღებთ. სხვადასხვა ქვეყნები ამ მიმართულებით საკმაოდ წინ წავიდნენ და ის ჯიშები, რომლებიც ჩვენთან შემოდის, საქართველოს გარეთ იტესტება, მაღალხარისხიანი და მაღალშემოსავლიანიაქართულ ხორბალს სხვა თვისება აქვს და სხვა მხრივაა განსავითარებელი. მთავარია შევინარჩუნოთ და გავამრავლოთ, ის რაც გვაქვს და ამის შემდეგ ვიზრუნოთ მის პოპულარიზაციაზე.


სახელმწიფოს მხრიდან რა არის საჭირო, რომ აღნიშნული საკითხი გააქტიურდეს?

 

- სულ რაღაც 7 წელია, რაც ამ სფეროს ვემსახურები. ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა ხორბლის საკითხი და ვფიქრობ, ჩემი მთელი ცხოვრება ამ თემას მივუძღვნაეს არ არის საკვები პროდუქტი, რომლითაც თავს ვინაყრებთ, უფრო დიდი ისტორია აქვს ქართველი კაცისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ,  ამ დარგის განვითარების ტემპი, ძალიან დაბალია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გაიზრდება. კომპანიაში იმიტომ ვწვალობთ, რომ მომავალში წინ წავიდეთ.

 

ქართული ხორბლის აღდგენა და მისი პოპულარიზაცია საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილია. არიან ცრუ ადამიანები, რომლებიც იბრალებენ, რომ მას უკვე აქვს დიდი რაოდენობით ქართული ხორბალი. საზოგადოებაში ინერგება აზრი, რომ ქართული ხორბალი არის დაბალმოსავლიანი, ის მოყვანას  დიდი დრო სჭირდება. ყველა პრობლემა კი შიგნით არსებულ ბაზარზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენი ქვეყანა იმპორტითაა წალეკილიიმპორტის 90% წარმოადგენს, რაც ჩვენთვის საჭირო რაოდენობააამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

 

პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ მოხდა მიწის პასპორტიზაცია. რეალურად იმდენად დანაწევრებულია მიწები, რომ მსხვილ ფერმერულ მეურნეობებზე ვერ ვსაუბრობთპოლიტიკა კი, რომელიც სახელმწიფომ სწორად უნდა  წარმართოს, თუნდაც ჯიშების აღდგენაზე,  ამასაც  ვერ წყვეტს

 

ვფიქრობ, სახელმწიფომ დროულად უნდა ჩამოაყალიბოს მიდგომა, თუკი  მას უნდა, რომ  სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი დარგი - მარცვლოვანი კულტურა განვითარდესპროგრამა უნდა გაკეთდეს, მოხვდეს იმ ადამიანების ხელში, რომლებიც პროფესიონალები არიან. ამ სწორი მიდგომებით წინ წავალთსურვილი არის, თუმცა, ამ მხრივ ძალიან ნელა მივდივართ. სოფლის მეურნეობაში უზარმაზარი თანხებია ჩასადები, მაგრამ,  ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში, იმპორტის თუნდაც 50% მოვიყვანოთ, ამის პოტენციალი გვაქვს. ამას უნდა  სწორად შერჩეული ჯიში, ჯიშთა გამოცდის სამსახური, პირველი-ორი - სამი წელიწადი სუბსიდირება ფერმერბთან. სადღაც 10%-რომელიც მერეც დარჩება ქვეყანას.

 

დღეს, საქართველოში, იმასთან შედარებით, რაც იყო 7 წლის წინ,  გვყავს 20-30 წარმატებული ფერმერი, რომლებმაც, 10 ჰექტრიდან 300-400 ჰექტარზე გაზარდა საკუთარი ფერმერული მეურნეობაძალიან წინ ვართ წასულები, მაგრამ, ეს ზღვაში წვეთია.


რატომ არ უნდა ამაყობდეს ქართველი კაცი ტრადიციებით?! თუნდაც ის, რომ 5 ენდემური სახეობა მოხვდა უნესკოში და განიხილება, რომ საქართველო  ხორბლის სამშობლოა, უკვე ძალიან მაგარია და ამით უნდა ინტერესდებოდეს საზოგადოება. სუბსიდირების თემასწორად შერჩეული ჯიში, ფერმერებთან სწორი კომუნიკაციაა საჭირო და ეს დარგი წინ წავა, ყოველწლიურად  200 მილიონი მარტო ხორბლიდან  შემოვა ქვეყანაში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები