დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია 03.07.2020 21:14

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და შესაბამისი გამოკვლევები ამ წუთებში უტარდება. „ამ ეტაპზე, რაც შემიძლია, გითხრათ არის რომ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მეტ ინფორმაციას ამ დროისათვის ვერ მოგაწვდით, რადგან ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება ამ წუთები“, - აცხადებენ კლინიკაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები