დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

სახალხო დამცველის აპარატმა გლდანის ციხის სავარაუდო ინციდენტის გამოძიება დაიწყო 25.09.2020 12:04

 

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გლდანის მერვე დაწესებულებაში, სამი პატიმრის მიმართ, სავარაუდოდ, მუქარა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები განხორციელდა.

 ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად მიმართა.

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში გვიან ღამემდე ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ სამ პატიმარს შევხვდით და დეტალურად გამოვკითხეთ ისინი. პატიმრები საუბრობენ, სავარაუდო, მუქარაზე და ასევე ,სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ. საუბარია არა ციხის დირექტორის, არამედ, სავარაუდოდ, მოადგილის გვარზე და სხვა პირებზე.

ჩვენ უკვე მივმართეთ გუშინვე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაიწყონ გამოძიება. გარკვეული ინფორმაციის დოკუმენტირება და ფოტო გადაღებაც მოვახდინეთ, რომელსაც გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მივაწვდით, მივადევნებთ თვალს ამ პატიმრების უსაფრთხოები დაცვას,"- განაცახდა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, თუ რა გახდა პატიმრების მიმართ, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის მიზეზი, ნინო ლომჯარია აცხადებს რომ, პატიმრების განცხადებით, მათ უკმაყოფილება კვებასთან და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით გამოთქვეს.

"პატიმრები საუბრობენ სიტყვიერ შელაპარაკებაზე, პატიმრები ამბობენ რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს კვებასთან და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გახდა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ მუქარის მიზეზი. ეს განმეორდა საკანში მას შემდეგ, რაც პატიმრებმა, სავარაუდოდ, მიიყენეს დაზიანებები,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები