ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების კვალობაზე მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა გამოცემებში ქვეყნდება პუბლიკაციები ის მიმართულებების შესახებ, რომლებიც, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ყველაზე უსაფრთხოა და იმავდროულად, ტურისტების მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს.
არაბთა გაერთიანებული საემიროების გაზეთ „გალფ ნიუს“-ში («Gulf News») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სად შეიძლება იმოგზაურონ დუბაელებმა კარანტინის გარეშე“ (ავტორი - ტაბიტა ბარდა). მასში ყურადღება გამახვილებულია ოჯახურ, მყუდრო დასვენების უზრუნველყოფაზე. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია რიგი ქვეყნები - სეიშელის კუნძულები, მალდივი, კენია, კვიპროსი, საბერძნეთი, კენია, შრი-ლანკა... მათ შორისაა სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოც - სომხეთი და საქართველო, რომელთა დედაქალაქებში - ერევანსა და თბილისში - საემიროების ავიაკომპანია Fly Dubai რეგულარულ რეისებს ასრულებს.
საქართველოს შესახებ პუბლიკაციაში ნათქვამია:
„თბილისი საოცარი და აქტიური ქალაქია, სადაც შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად ძველი ქუჩები და კუთხე-კუნჭულები დაათვალიეროთ, ასევე გოგირდის წყლიანი აბანოები და ხის მოჩუქურთმებული, აივნიანი შენობები. თუ თქვენ ვაქცინირებული ბრძანდებით, შეგიძლიათ საქართველოს რაიმე შეზღუდვის გარეშე ეწვიოთ. თუ არ ხართ, მაშინ თან უნდა იქონიოთ იმ ტესტის შედეგი „კოვიდ-19“-ზე, რომელიც ბოლო 72 საათის განმავლობაში გაქვთ გაკეთებული...“.
წყარო: https://gulfnews.com/parenting/mums-dads/uae-eid-holidays-where-can-dubai-residents-travel-without-needing-to-quarantine-1.1620311959679
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge