დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სერგი კაპანაძე: ივანიშვილი მაინც დამარცხდება 23.09.2020 17:01

ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია.

 

მისი თქმით, ივანიშვილი არჩევნებში დამარცხდება, რადგან საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი მაღალია.

 

ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ გახშირებულ შემთხვევებს, როდესაც ხდება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობა, ოფისში მივარდნა, პლაკატებისა და ბილბორდების ჩამოხევა. დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი მაინც დამარცხდება. საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი ძალიან მაღალია. „ევროპული საქართველოს" ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი, „ქართული ოცნება" დამარცხდნენ და მერე ქვეყანა წინ წავიდეს", - განაცხადა კაპანაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები