დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია 05.04.2023 18:31

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 86 წლის სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია, ის მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში რეანიმაციაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იტალიის ოთხგზის პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი მედიამაგნატი ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა. მან საავადმყოფო გასულ კვირას დატოვა.

როგორც იტალიურ მედიას ბერლუსკონის პარტიაში წყაროებმა განუცხადეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გახდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები