დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა 28.09.2020 10:12

 

 

სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები დღეს განახლდა. არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღეს მომხდარ დაპირისპირებას 15 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას  სომხეთის ოფიციალური მედიაც ავრცელებს.


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა დაიწყო. ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას ახორციელებენ.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.  არსებული ინფორმაციით, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები