დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სომხეთში, ერევნის ქუჩებში, სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა 26.05.2020 23:30

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩ რუბენ სადოიანის ინიციატივით, სომხეთში, ერევნის ქუჩებში, სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ფორმით სომხეთმა საქართველოს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. "რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის, რუბენ სადოიანის, ინიციატივით დღეს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე, ქალაქ ერევნის ქუჩებში, სარეკლამო ბანერები განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში. გილოცავთ, მოძმე საქართველო! " , - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები