დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს 28.09.2020 20:15

სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. „ევროპული საქართველოს“ მარნეულ-გარდაბანის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა. იმამყულიევი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

 

„ჩვენს აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან, ფეხის არეში ესროლეს. ახლა, ის საავადმყოფოში უნდა მივიდეს. სამწუხაროდ, არ უნახავს, თუ ვინ ესროლა და ასე კონკრეტულად ვერავისზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა იმამყულიევმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები