დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სხვა შემთხვევაში „ოცნებაც" „ჭაობის ოპოზიციის" ბედს გაიზიარებს! - გიორგი ცუცქირიძე 26.02.2021 22:54

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

ევსაქების ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ სინანულით განაცხადა - თუ საზოგადოება დაიწყებს, ოპოზიცია არ მოგვწონს, არ მიყვარს, ამიტომ, სახლში დავრჩები, დავკარგავთ, მთავარს, ევროპულ და უკეთეს მომავალსო. ეტყობა პარლამენტის ყოფილ თამჯდომარეს სწორედ მთავარი დაავიწყდა, რომ პოლიტიკოსისადმი ხალხის სიყვარული და პატივისცემა მისი განვლილი გზით და გაკეთებული საქმეებით ფასდება და არა მხოლოდ შესახედაობით ან ფსევდოტელერეიტინგით იზომება! ან რატომ უნდა უყვარდეთ საქართველოში ის ადამიანები, რომლებიც ბოლო 30 წელია მონაწილეობა აქვთ მიღებული ქვეყნის ღალატში, სახელმწიფო გადატრიალებაში, ოკუპაციაში რეპრესიული სახელმწიფო აპარატის შექმასი, თუ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში, ხალხის არაერთხგზის მოტყუებასა და გადაგდებაში? ან ევროპულ მომავალზე ასერიგ, რომ სწუხს და რუსულ ვექტორზე და ოკუპაციაზე, რომ აკეთებენ არასწორ აქცენტებს , ხომ არ ჰგონიათ ხალხს ამნეზია სჭირს ან უკვე აპატიეს ამ პოლიტიკურ პლაქტომს ადმირალ ბალტინის ჯარები, რომ შემოიყვანეს საქართველოში?
ამიტომაც არის, არავის და პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას, რომ არ სჯერა მათი მორიგი მითის, რომელიც არჩევნების ტოტალური გაყალბების ვერსიაზეა აგებული.. თორემ საერთაშორისო შეფასებებს თავიც, რომ დავანებოთ, არაერთგზის აღმინიშნავს, თავად ხალხი იქნებოდა პროტესტის ავანგარდში ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო. აქედანაც ჩანს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის სრული აბსურდულობაც, ისევე როგორც ამ მოთხოვნის "ლეგიტიმაციის" ბმა პროვოცირებულ პოლიტიკურ კრიზისთან .
"ქართულ ოცნებას" კი მთავარი პოლიტიკური ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, საზოგადოებასთან მაქსიმალური კომუნიკაციით და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური დიალოგით, ქვეყანა შტორმის გარეშე მიიყვანოს მორიგ არჩევნებამდე ყოველგვარი ვადამდელის გარეშე, სხვა შემთხვევაში "ოცნებაც" ამ მართლა "ჭაობის ოპოზიციის" ბედს გაიზიარებს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები