დღე: 15

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8777

ტრადიციულ ამერიკულ სავაჭრო ქსელში ქართული წარმოების პროდუქტის შეტანა უკვე წარმატებაა - თემურ ბასილია 17.04.2021 20:26

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

 

გუშინ აღმოვაჩინე ქართული აჯიკა Trader Joe’s ქსელში. სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ალბათ პირველად ვნახე ქართული წარმოების პროდუქტი ტრადიციულ ამერიკულ საცალო სავაჭრო დაწესებულებაში. Trader Joe’s საკმაოდ პოპულარული ქსელია შეერთებულ შტატებში: 500-ზე მეტი მაღაზია აქვთ 42 შტატში. ქართული წარმოების პროდუქცია ამერიკაში ძირითადად ე.წ. რუსულ მაღაზიებში იყიდება, რომელსაც შეზღუდული რაოდენობის მომხმარებელი ყავს - ძირითადად ემიგრანტები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. ამიტომაც, ტრადიციულ ამერიკულ სავაჭრო ქსელში ქართული წარმოების პროდუქტის შეტანა უკვე წარმატებაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები